კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმის ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს
Tbilisi Daily
კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმების ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა.
უფრო კონკრეტულად, ბრძანების თანახმად, ახალი კორონავირუსით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახს (მემკვიდრეს) გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით.