15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

15 მაისიდან ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ ალმათი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.