სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.

Tbilisi Daily

ჩეხეთში, ქალაქ ჩესკი-ბროდის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამგზავრო მატარებლის მემანქანე. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე შეჯახების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.