ჯანმო: გაზარდეთ საავადმყოფოების შესაძლებლობები
Tbilisi Daily
"ახლა ზეიმის დრო არა არის, ახლა მომზადების დროა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
კლუგეს თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსი მეორე ტალღაა მოსალოდნელი.
„ახლა ზეიმის დრო არა არის, ახლა მომზადების დროა. ქვეყნებმა ეს დრო გონივრულად უნდა გამოიყენონ და ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, ასევე გაზარდონ საავადმყოფოების, პირველადი სამედიცინო დახმარების ამბულატორიებისა და რეანიმაციების შესაძლებლობები.
ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო - შემოდგომაზ, ჩვენ შესაძლოა, covid19 -ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
პანდემია მეორეტალღა
covid19
tbilisidaily