არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს
Pirveliradio Ge
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. უწყებასთან ზ.ხ-ს მამა და ბებია მივიდნენ. პროტესტის ნიშნად შიმშილობა დღეიდან თავად ბრალდებულმაც დაიწყო.
ზ.ხ. და მისი ოჯახის მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს.
ასევე ითხოვენ, ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.
ფოტო: მთავარი არხი