ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას? რომელ საქმეზე, აბა, ლაპარაკი? მანდელას საქმეზე ხომ არ იქნება ლაპარაკი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143290
ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას? რომელ საქმეებზეა, აბა, ლაპარაკი? მანდელას საქმეზე ხომ არ იქნება ლაპარაკი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
"(ირაკლი) კობახიძის გუშინდელ სიტყვებს მინდა გამოვეხმაურო, როცა მან ნახა რა ყველა მედიატორის განცხადება, ყველა ამ საელჩოს განცხადება, სადაც პირდაპირ დაწერეს, რომ ეს შეთანხმება ორნაწილიანია, ერთი ეხება საარჩევნო სისტემას, ხოლო მეორეა იმ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში, რომლებიც გამოიყურება პოლიტიკურ ჩარევად. ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას? რომელ საქმეებზეა, აბა, ლაპარაკი? ნელსონ მანდელას საქმეზე ხომ არ იქნება ლაპარაკი, ის კაცი გამოუშვეს და აღარაა უკვე ცოცხალი. ზოგადი საქმეები არ არსებობს, არსებობს კონკრეტული საქმეები." -განაცხადა გიგა ბოკერიამ.