ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გარდაიცვალა 3 ადამიანი

Tbilisi Daily

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.