მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული სამხედრო ვითარება ა.წ. 3 ნოემბრის მოცემულობით:

Interworld

- პრო-თურქული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქ შუშას სამხრეთით მდებარე სოფელი დასალთი დაიკავა; - სომხურმა არტილერიამ ზალპური საცეცხლე სისტემა SMERCH-ის გამოყენებით ქალაქი ფიზული დაბომბა; - სომხურმა არტილერიამ დაშისიანის, გედაბექისა და თოვუზის ტერიტორიები დაბომბა; - სომხურმა დანაყოფებმა შეძლეს აზერბაიჯანის არმიის შეტევის მოგერიება მართუნის სამხრეთ ნაწილში; - სომხური მხარის ინფორმაციით, ლაჩინის რაიონის სამხრეთით მდებარე ვაკეზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს; - გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ დავიდ ბეკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადგილობრივი და დაიჭრა კიდევ 2; - გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა ჯაბრაილის რაიონში მდებარე ჩაფრანდი, ჯაჰი ისაქლი, გოშა ბულაგი, ზანგილანის რაიონში მდებარე ბოიუქ გილათაგი და ქუბადლის რაიონში მდებარე იშიგლი, მურადხანლი და მილანლი. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld