შეერთებული შტატების კონგრესში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143224
შეერთებული შტატების კონგრესში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, კონგრესმენები ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკ-კოლი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ადამიანის უფლებების დარღვევისა გამო და რუსეთის ხელისუფლების წამრმომაგენლების წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
,,რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. ჩვენ ვურჩევთ ტრამპის ადმინისტრაციას, დააკისროს სანქციები, რუსეთის ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების ასეთ დარღვევებზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.