"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ თემურ აბაზოვი მათ სიაში იქნება
Pirveliradio Ge
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის პარტიულ სიაში ჩასმა არ განიხილება. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი "სტუდია მონიტორის" გამოძიებისა და დაპატიმრების შემდეგ გახდა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მან მოქალაქეს სახეში შეაფურთხა და აიძულა შარდით მოებანა სახე.
"არც განიხილება და არც განიხილებოდა", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
"რადიო თავისუფლება"