წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია შევა
Tbilisi Daily
უსკომ აჭარაში ყველა უბანი შეაჯამა და წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პარტია შევა.
ბარიერის გადალახვა „ქართული ოცნებისა“ (45,9%) და „ნაციონალური მოძრაობის“ (33,9%) გარდა სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს.
სამი ოლქიდან ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მეორე ტური გაიმართება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა 50,05 პროცენტით.
პროცედურულ დარღვევებზე 36 საჩივარია დაწერილილი. განხილვა დღეს დაიწყება.
უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. წინასწარი მონაცემებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა და შესაბამისად, აჭარის მთავრობას ის დააკომპელქტებს. ბათუმის 28-ე ოლქში მეორე ტური გაიმართება. აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ 41,85 % მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ხმათა 34,43 %.
29-ე ქობულეთის ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ცოტნე ანანიძე ხმების 50,05% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა - 36,6%. 30-ე ოლქში, მეორე ტური ფრიდონ ფუტკარაძესა და გია აბულაძეს შორის გაიმართება.