პაციენტთა მდგომარეობა ბოჭორიშვილის კლინიკაში
Tbilisi Daily
"ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid 19-ის დიაგნოზის მქონე არის 68. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყვარლიდან ჩამოყვანილი სამედიცინო პერსონალი არის სწორედ ის შემთხვევა, როცა საჭირო გახდა დამატებითი ღრმა კვლევა, რადგან კლინიცისტების ჩარევით საჭირო იყო გადახედვა ხელახალი კვლევის. ქალბატონი გადაიყვანეს კარანტინში, დადასტურებული არ არის. არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.