მანჩესტერ იუნაიტედი გულშემატკივრებს მოუწოდებს სტადიონზე არ მოვიდნენ

Headline Sport

პრემიერ ლიგა მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან, იმასთან დაკავშირებით თუ სად ჩატარდება მატჩები, მას შემდეგ რაც ჩემპიონატს განაახლებენ. არსებობს ორი ვარიანტი. პირველი, თამაშები ჩატარტეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და მეორე, რომელსაც კლუბების უმრავლესობა ემხრობა, საკუთარ მოედნებზე. იუნაიტედმა გულშემატკივრებს სპეციალური წერილი გაუგზავნა, სადაც მათ ატყობინებენ, რომ შეძენილი ბილეთების, როგორც კონკრეტული მატჩის ისე სეზონის ბილეთების თანხებს უკან დაუბრუნებენ და თხოვენ, რომ მატჩების მიმდინარეობისას, სტადიონთან შეკრებისგან თავი შეიკავონ. #headlinesport #sport #football #premierleague #fans #manutd #manchester #united #სპორტი #ფეხბურთი #მანჩესტერიუნაიტედი