ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა - ვაშაძე გოგაშვილზე

Pirveliradio Ge

ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ პარტია "ქართული ოცნების" დატოვებას. "სოსო გოგაშვილი არის კომპრომატირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს დამსხვრეული ოცნებების პარტიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული." - აცხადებს ვაშაძე.