მოსკოვის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143015# მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის #180 -ე პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, იულია სერგეევა კოვიდ19-ით გარდაიცვალა. "გართულება, რომელიც გამოიწვია კორონავირუსულმა ინფექციამ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობითვე, სერგეევა ფილტვების ხელოვნურ ვეტილაციაზე 43 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და დღეს დილით გარდაიცვალა. ექიმი, ქალაქის 52-ე კლინიკურ საავადმყოფოში, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნური ფილტვების ვენტილაციის აპარატთან იყო დაკავშირებული.