პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ვიზიტები საქართველოში

Tbilisi Daily

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს დო­ნალდ ტრამ­პი და ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბი 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შტატ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა დროს და­ი­ხუ­რა. არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გის დად­გე­ნას რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხმა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მის­ცა და სხვა­დას­ხვა შტატს ამ ხმე­ბის დათ­ვლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წესი აქვს. უკვე ცნო­ბი­ლია სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ყო­ფილ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე შტატ­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­აგ­რო­ვა. მან ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 293-ზე მეტი ხმა მი­ი­ღო, რაც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა. ვინ არის ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ ბა­ი­დე­ნი? ახალ­გაზ­რდო­ბა ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ ბა­ი­დენ-უმ­ცრო­სი 1942 წლის 20 ნო­ემ­ბერს, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში კა­თო­ლი­კე­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და 4 და-ძმას შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­დით ის ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა. მა­მის მხრი­დან, მისი დიდი ბა­ბუა კი ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ს­ექ­სის საგ­რა­ფო­ში და­ი­ბა­და, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი ემიგ­რან­ტად ჩა­ვი­და.მო­მა­ვალ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა სკო­ლა უილ­მინგტონ­ში და­ას­რუ­ლა, დე­ლა­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტო­ლო­გი­ის გან­ხრით, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აიღო. ამის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა იუ­რი­დი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლიც.რო­გორც თა­ვად ბა­ი­დე­ნი იხ­სე­ნებს, მას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მე­ტყვე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის სა­კუ­თა­რი მე­ტყვლე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად სარ­კეს­თან მუ­შა­ობ­და და პო­ე­მებს კი­თხუ­ლობ­და. არ სვამს ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს, ერთხელ გა­ნა­ცხა­და კი­დეც: "ჩემს ოჯახ­ში საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლი­კი იყო". 1972 წელი ბა­ი­დე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დიდ ტრა­გი­კულ ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მან მე­უღ­ლე და შვი­ლი ნა­ო­მი და­კარ­გა. მო­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას ორი ვაჟი ჰყავ­და აღ­საზ­რდე­ლი, ამი­ტომ ვა­ჟე­ბის აღ­ზრდა მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად იქცა. ოჯა­ხი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და, მას სამი შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან ნე­ლია ჰან­ტერ­თან ერ­თად გო­გო­ნა, ნა­ო­მი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ვა­ჟებს: ბიუს და რო­ბერტ ჰან­თერს მთე­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს. ბიუ, იგი­ვე ჯო­ზეფ რო­ბი­ნეტ "ბიუ" ბა­ი­დენ III პო­ლი­ტი­კო­სი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პატ­რი­ის წევ­რი გახ­ლდათ, ასე­ვე იყო შტატ დე­ლა­ვე­რის გენპ­რო­კუ­რო­რი. ის 2015 წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო რო­ბერტ ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას სწო­რედ ჰან­თე­რის გამო მო­უ­წია თა­ვის მარ­თლე­ბა ბა­ი­დენს, ის ვა­ჟის გამო კო­რუფ­ცი­ა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­ბერტ ჰან­თე­რი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ენერ­გო კომ­პა­ნი­ის "ბუ­რის­მას" ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. ამ­ბობ­დნენ, რომ ის იყო გა­რე­უ­ლი 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­თეთ­რე­ბა­ში. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, დე­ბა­ტებ­ში ჰან­ტე­რის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი აზრი ღიად და­ა­ფიქ­სი­რა დო­ნალდ ტრამპმაც: "ჰან­ტე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი­დან გა­მო­აგ­დეს. ის გა­მო­აგ­დეს იმი­ტომ, რომ კო­კა­ინს მო­იხ­მარ­და და მას არ ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი, სა­ნამ შენ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი არ გახ­დი. შემ­დეგ მან ქო­ნე­ბა იშო­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, ჩი­ნეთ­ში, მოს­კოვ­ში და სხვა ად­გი­ლებ­ში", - უთხრა ტრამპმა ბა­ი­დენს. "ჩემს შვილს, რო­გორც ბევრ სხვას, ნარ­კო­ტი­კე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მან ის დაძ­ლია, გა­მო­ას­წო­რა, ამა­ზე იმუ­შა­ვა და მი­სით ვა­მა­ყობ", - უპა­სუ­ხა ბა­ი­დენ­მა ტრამპს. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ი­დენ­მა ცო­ლად შე­ირ­თო ჯილ ტრე­ი­სი ჯე­ი­კობ­სი, რომ­ლის­გა­ნაც გო­გო­ნა, ეშლი ბა­ი­დე­ნი შე­ე­ძი­ნა. ეშლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, აქ­ტი­ვის­ტი, ფი­ლანტრო­პი და ამა­ვე დროს მო­დე­ლი­ე­რია. ის აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში და ახ­ლაც, მა­მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას აქ­ტი­უ­რად მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, მათ აც­ნობ­და იმ პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც ბა­ი­დე­ნის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა პო­ლი­ტი­კურ წარ­მა­ტე­ბას საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მი­აღ­წია. ის 30 წლის იყო როცა სე­ნა­ტო­რი გახ­და. ეს კი მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კია სე­ნა­ტო­რად არ­ჩე­ვი­სას. 1974 წელს ჟურ­ნალ­მა TIME, ის იმ პი­როვ­ნე­ბა­თა რი­ცხვში შე­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ან ის­ტო­რი­ას. 1987-95 წლებ­ში, ბა­ი­დე­ნი სე­ნატ­ში სა­სა­მარ­თლო კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 1988 წელს პო­ლი­ტი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, მას თა­ვის ტვი­ნის ანევ­რიზ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ოპე­რა­ცი­ი­დან 7 თვის შემ­დეგ, ბა­ი­დენ­მა ისევ შეძ­ლო სე­ნატ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ბა­ი­დე­ნი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­შიც, 1992 წლი­დან ის ამე­რი­კის მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და და მხა­რი და­უ­ჭი­რა ან­ტი­ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ჩას­წო­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა კი რო­მე­ლიც სომ­ხეთ­მა ამე­რი­კის მხრი­დან მი­ი­ღო, ბა­ი­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და.2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მას სურდა რომ დემოკრატების სახელით ეყარა კენჭი, ამერიკის პოლიტიკურ სივრცეში ის ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც შტატ დელავერის სახელით სენატში უკვე 35 წელი მოღვაწეობდა, თუმცა მან მოხსნა კანდიდატურა და სენატის არჩევნებზე გადაერთო. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა, ჯოზეფ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2009 წელს მან დროებით დატოვა თანამდებობა, თუმცა 2012 წელს "დემოკრატიულმა პარტიამ" ისევ წარადგინა მისი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ბაიდენისა და ობამას წყვილმა ისევ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც 2008 წელს და 2012 წელს ბარაკ ობამა მეორე ვადით აირჩიეს. როგორც ცნობილია, ის ითვლებოდა უკრაინული მიმართულების არაოფიციალურ წარმომადგენლად. 2017 წელს დონალდ ტრამპის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა და პენსილვანიის უნივერსიტეტში სტუდენტებს ასწავლიდა, თუმცა არ გამორიცხავდა იმასაც, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანია გამოცდილმა პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის 25 აპრილს განუცხადა. მან "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა: "ამ ერის მთავარი ღირებულებები, ჩვენი მდგომარეობა მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი ის, რამაც ამერიკა ამერიკად ჩამოაყალიბა, სასწორზე დევს. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში". საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ტრამპისა და ბაიდენის წინასაარჩევნო პერიოდი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო კანდიდატის დებატებიც. დებატებისას ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპი: "ერთ-ერთი ყველაზე რასისტი პრეზიდენტია, ვინც კი გვყოლია თანამედროვე ისტორიაში. ის ნავთს ასხამს ყველა რასისტულ ცეცხლზე". კანდიდატებმა იკამათეს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორის თაობაზეც. ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს, ნავთობის ინდუსტრიის დახურვა სურდა. ამის პასუხად ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნავთობის ინდუსტრია გარემოს სერიოზულად აბინძურებს და დროთა განმავლობაში ის სხვა ალტერნატიული საშუალებებით უნდა ჩანაცვლდეს. ბაიდენი საქართველოში 2009 წლის 22-23 ივლისს ამერიკელი პოლიტიკოსი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოსაც ესტუმრა. თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ვიცე-პრეზიდენტს იმ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საღამოს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა ოფიციალური ვახშამიც. როგორც ბაიდენმა განაცხადა, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსა და უკრაინას: "ნატო-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. რუსეთის გავლენა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ აშშ-შიც მაშფოთებს. ეს რეალობაა და შეიძლება, დიდ სირთულედაც დაგვიჯდეს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მარტივია დემაგოგია სხვისი ბრალის ძიებაში", - განაცხადა ბაიდენმა.