ირმა ნადირაშვილი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დასჯის მექანიზმს უწოდებს
Tbilisi Daily
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტს „ქართული ოცნები“ ოპოზიციის დასასჯელად იყენებს.
„ეს არის ჩვეულებრივი დასჯის მექანიზმი. ჩვენ ვთვლით, რომ ამით არაფერი შეიცვლება და ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში სკამების დაკავებას“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.