9 მაისს ფეხბურთი შეიძლება დაუბრუნდეს მილიონობით მაყურებელს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნებით

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141903 9 მაისს ფეხბურთი შეიძლება დაუბრუნდეს მილიონობით მაყურებელს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნებით- განაცხადა გერმანიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იენს შპანიმ. ის ბავარისი პრემიერ-მინისტრს მარკუს ზედერს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პრემიერ-მინისტრმა არმინ ლაშეტსა და გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორმა კრისტიან ზაიფერტა გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მალე შესაძლებელი იქნება გერმანიის ჩემპიონატის განახლება. „ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს ან შეცდომა არ დავუშვათ გადაწყვეტილების მიღების დროს. მაყურებლების გარეშე თამაშები – ესეც სერიოზული რისკია. მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი მატჩების ჩატარება სავსებით შესაძლებელია. 9 მაისს ფეხბურთი შეიძლება დაუბრუნდეს მილიონობით მაყურებელს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნებით,"-განაცხადა იენს შპანიმ. ბუნდესლიგაში სეზონი მინიმუმ 30 აპრილამდეა შეწყვეტილი. ამ მომენტისთვის, ჩატარებულია 25 ტური და ლიდერობს მიუნხენის „ბაიერნი“.