საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებისსაყურადღებოდსაქართველოს საელჩო ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 16 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. „საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ,ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად, საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს. 18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.შვიდდღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი „პისიარ“ ტესტის გაკეთება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.