ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციისთვის 30 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა

Tbilisi Daily

მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 ათასი ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 707-მდე გაიზარდა, 456 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. #news#კორონავირუსი#ჯანდაცვის სამინისტრო#სწრაფი ტესტი# პრევენცია#Tbilisi Daily#Dailynews#