ტარას შამბას "გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი"
Sokhumi Daily
"აფხაზეთისა და რუსეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ტარას შამბას საოჯახო მამულში გაიმართა მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონია" - ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს. ტარას შამბა 13 ოქტომბერს, მოსკოვში გარდაიცვალა კოვიდ - 19 - ით.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებით, შეიქმნა ტარას შამბას "დაკრძალვის ორგანიზების სახელმწიფო კომისია". მას ხელმძღვანელობდა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
16 ოქტომბერს შამბას ოჯახმა ქვეყნის მოქალაქეებსა დე ფაქტო რესპუბლიკის "ხელმძღვანელობას" მიმართა თხოვნით, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში უარი ეთქვათ ტარას შამბას დაკრძალვის ცერემონიაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო.
რუსულ მედიაში გარდაცვლილს ახასიათებენ, როგორც "აფხაზი და რუსი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, სამართლის დოქტორი, რუსეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, "კავკასიის ხალხთა" რუსეთის კონგრესის თანათავმჯდომარე.".
შამბას ასევე აქვს არაოფიციალური ტიტული "აფხაზეთის სახალხო პრეზიდენტი".
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა