ევროკავშირმა COVID 19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა

Tbilisi Daily

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. პრეპარატი თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ გამოიყენებოდა. კვლევებით დადასტურდა, რომ „რემდესივირი“ ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. პრეპარატს კომპანია „გილეადი“ აწარმოებს. „რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, რომელიც „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს წინასწარ შეიძენს.