40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი..

Tbilisi Daily

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვაჭ­რო­ბამ თით­ქმის მთლი­ა­ნად ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. დის­ტან­ცი­უ­რი ვაჭ­რო­ბი­სას მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მე­ბი ისეა აწყო­ბი­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი იყოს და მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აც. სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს სფე­რო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შია. პან­დე­მი­ურ­მა გა­რე­მომ, რო­გორც ჩანს, ამ მხრივ და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა, რა­საც უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ადას­ტუ­რებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პოს­ტე­ბი. ისი­ნი თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია. იგი amebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, რომ არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კომ­პა­ნია "stock georgia” -სთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია. კერ­ძოდ, რო­გორც თა­ვად ყვე­ბა, 3 ნო­ემ­ბერს კომ­პა­ნი­ას ორი ფეხ­საც­მე­ლი შე­უკ­ვე­თა, კომ­პა­ნი­ამ მას სხვა მო­დე­ლი და სხვა ზომა ფეხ­საც­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რის გა­მოც შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი მიმ­წო­დე­ბელს უკან 2 -ჯერ და­უბ­რუ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ კომ­პა­ნი­ამ მე­სა­მე ჯერ­ზე გა­უგ­ზავ­ნა სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი, თუმ­ცა, რო­გორც ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, კუ­რი­ერ­მა მას და­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი მი­უ­ტა­ნა. "გა­მო­ვი­წე­რე "ბა­თინ­კი“ და ბო­ტა­სი. ფო­ტო­ზე რაც ჩან­და, ისე­თი მინ­დო­და, ცხა­დია. მო­მი­ტა­ნეს ერთი მო­დე­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი ფეხ­საც­მე­ლი, ხოლო მე­ო­რე მო­დე­ლი სხვა ზომა იყო. და­ვუბ­რუ­ნე ნივ­თე­ბი უკან და ვთხო­ვე სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლე­ბით შე­ეც­ვა­ლათ. დამ­თან­ხმდნენ, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. 10 დღე არ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ან. ვწერ­დი, ვუ­რე­კავ­დი და არ მპა­სუ­ხობ­დნენ. და­კარ­გუ­ლად ჩავ­თვა­ლე, რა უნდა მექ­ნა, ვერ მივ­ხვდი. ბო­ლოს ის ვი­ფიქ­რე, მი­სა­მარ­თი ვიცი და მი­ვა­კი­თხავ-მეთ­ქი, მაგ­რამ ცხრა თვის ორ­სუ­ლი ვარ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან და ამის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. რო­გორც იქნა, 10 დღის შემ­დეგ მომ­წე­რეს, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს, დაგ­ვაგ­ვი­ან­დაო. ხე­ლახ­ლა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ ფუთა რომ გავ­ხსე­ნი, გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, ისევ იგი­ვე, ანუ არას­წო­რი ზომა ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. ხომ არ მე­ხუმ­რე­ბით-მეთ­ქი, ისევ და­ვუბ­რუ­ნე ნივ­თი უკან, თან ამ გაგ­ზავ­ნა-გა­მოგ­ზავ­ნის ხარ­ჯებს მე ვიხ­დი­დი. სა­ბო­ლო­ოდ, კი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ჩემი ზომა ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ და­ხე­უ­ლია და ვერ ვიც­ვამ", - გვიყ­ვე­ბა ქეთი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.მომ­ხმა­რებ­ლის პრე­ტენ­ზი­ას "Stock Georgia“ -მ უპა­სუ­ხა. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ პან­დე­მი­ამ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­თაც გა­უ­ჩი­ნა. "ჩვე­ნი მხრი­დან მოხ­და მომ­ხმა­რებ­ლის ყვე­ლა მო­თხოვ­ნის/პრე­ტენ­ზი­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯი კომ­პა­ნი­ამ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე, ისევ და ისევ ჩვე­ნი­ვე მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით. კომ­პა­ნი­ა­ში არ შე­მო­სუ­ლა არა­ნა­ი­რი თხოვ­ნა/მო­თხოვ­ნა სა­ბო­ლო­ოდ გაგ­ზავ­ნი­ლი ნივ­თის წუნ­დე­ბუ­ლე­ბას­თან ან/და ამის გამო ნივ­თის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, უა­რიც არა­ვის უთ­ქვამს. ერ­თა­დერ­თი ხარ­ვე­ზი, რაც მომ­ხმა­რებ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას გვქონ­და, იყო ნივ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­წო­დე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ზო­გა­დად ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­გი­ო­ნებ­ში მი­წო­დე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, ხოლო ფოს­ტაც შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ვერ მუ­შა­ობს სტან­დარ­ტუ­ლი გრა­ფი­კით. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნას­წარ მოხ­და მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა და არა­ერ­თი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დეთ მას შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს მოხ­და ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი კომ­პა­ნია მზა­დაა ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი და­ა­დას­ტუ­როს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა, რა თქმა უნდა, დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ონ­ლა­ინ­ვაჭ­რო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, რაც ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორც მი­წო­დე­ბის ხა­რისხზე, ასე­ვე შეკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. პან­დე­მი­ამ­დე კომ­პა­ნია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ყვე­ლა შეკ­ვე­თის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ხოლო შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, 9 სა­ა­თამ­დე ფი­ზი­კუ­რად ვერ ეს­წრე­ბა ყვე­ლა შეკ­ვე­თის ად­რე­სა­ტამ­დე მი­ტა­ნა და გვი­წევს ან უარი ვთქვათ და­მა­ტე­ბით შეკ­ვე­თებ­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად ამ­ცი­რებს კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვალს, ან/და ჩვე­ნი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გვი­წევს ვა­ლო­დი­ნოთ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ჩვე­ნი კომ­პა­ნია Stock Georgia-სთვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა და მათი და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ზო­გა­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს ambebi.ge -ს კომ­პა­ნი­ა­ში. ზვი­ად ელი­ზი­ან­მა "შავ პა­რას­კევს“ ტექ­ნი­კის ერთ - ერთი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის სა­იტ­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ფას­დაკ­ლე­ბა ნახა. რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა, ორი ტე­ლე­ვი­ზო­რი შე­ე­ძი­ნა. შეკ­ვე­თა და­ა­რე­გის­ტრი­რა, თან­ხა გა­და­რი­ცხა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ამ აც­ნო­ბა, რომ შეკ­ვე­თილ ნივ­თებს იმ ფა­სად ვერ მი­ი­ღებ­და რო­გო­რა­დაც შე­ი­ძი­ნა, რად­გა­ნაც ფა­სე­ბი სა­იტ­ზე შეც­დო­მით იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, დავა ცი­ვი­ლუ­რად გა­და­წყდა. "ძა­ლი­ან დიდი ფას­დაკ­ლე­ბა კი ჩან­და, მაგ­რამ ეჭვი არ შემ­პარ­ვია მის სის­წო­რე­ში. რად­გა­ნაც "შავი პა­რას­კე­ვი“ იყო და თა­ნაც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში შე­მი­ძე­ნია ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ფას­დაკ­ლე­ბით ნივ­თე­ბი. შეკ­ვე­თი­დან მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ შე­ე­შა­ლათ და ნივ­თებს ვერ მომ­ყიდ­დნენ. შე­მომ­თა­ვა­ზეს გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რა­ზეც უარი გან­ვა­ცხა­დე. სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა­ზეც ვფიქ­რობ­დი. თუ კომ­პა­ნი­ას შე­ე­შა­ლა, ეს ხომ ჩემი პრობ­ლე­მა არ არის?! თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე და ყიდ­ვის ოპე­რა­ცია შეს­რულ­და. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­ში, რო­გორც ჩანს, მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო და შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. მათ უკან და­მიბ­რუ­ნეს ჩემი გა­დახ­დი­ლი თან­ხა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ გად­მომ­ცეს 650 ლა­რი­ა­ნი სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი. ასე­თი ჟეს­ტით მო­ი­ხა­დეს ბო­დი­ში სა­კუ­თა­რი შეც­დო­მის გამო. რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და გარ­კვე­ულ კულ­ტუ­რა­ზე მი­უ­თი­თებს. არ ვიცი, რაში უნდა აწყობ­დეს კომ­პა­ნი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი. " - ამ­ბობს ზვი­ად ელი­ზი­ა­ნი. რო­გორ იცავს სა­ხელ­მწი­ფო მომ­ხმა­რე­ბელს მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის­გან და რა გზე­ბით შე­უძ­ლი­ათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არა­სე­ბო­ბა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნო­ნი "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ 2012 წელს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­უქ­მდა. მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ამ კა­ნო­ნის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის, პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყო. "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პრე­ზი­დენ­ტის, ბექა კე­მუ­ლა­რი­ას თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი 2016 წლი­დან არ­სე­ბობს, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მისი დამ­ტკი­ცე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბა. "პრობ­ლე­მა მრა­ვალ­მხრი­ვია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა, ისე კომ­პა­ნი­ე­ბის ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბის კულ­ტუ­რის და­ბა­ლი დონე. უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა კი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დაც­ვის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბია. ონ­ლა­ინ­ვაჭ­რო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი კარ­გად აწყო­ბილ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­საც აქვთ, მაგ­რამ ამას არ უნდა ჰქონ­დეს მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი. კულ­ტუ­რა უნდა გაჩ­ნდეს ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტებ­შიც. მათ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. თუ, რა თქმა უნდა, ერთჯე­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ კე­თილ ნე­ბას არ უნდა მი­ვან­დოთ ეს საქ­მე. სა­ხელ­მწი­ფო, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უნდა ქმნი­დეს მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის მეტ გა­რან­ტი­ებს. 2012 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა კა­ნო­ნი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც სის­ტე­მუ­რად მო­ა­წეს­რი­გებ­და ამ სა­კი­თხებს. იმე­დი მაქვს, რომ ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი დრო­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს და და­ამ­ტკი­ცებს კი­დეც ამ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს მო­აქ­ცევს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სფე­როს სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­წეს­რი­გე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაც გვე­ვა­ლე­ბა და ამის­თვის დრო 2022 წლამ­დე გვაქვს. ", - ამ­ბობს ბექა კე­მუ­ლა­რია. იგი პა­რა­ლელს ავ­ლებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უცხო­ურ მო­დე­ლებ­თან. მისი თქმით, ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბულ კლი­ენ­ტებს საქ­მეს უი­ო­ლე­ბენ. "ძა­ლი­ან კარ­გა­დაა ეს სის­ტე­მე­ბი აწყო­ბილ სხვა ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ტროლს უწე­ვენ სა­დაო სა­კი­თხებს და თა­ვა­დაც არი­ან ამ მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, არი­ან ომ­ბუდსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და ამას სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით ახერ­ხე­ბენ. სა­სამ­რთლო­ში და­ვის და­წყე­ბა უნდა იყოს უკი­დუ­რე­სი ფორ­მა, ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვი უნდა იყოს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, ვინ­მეს 40 - ლა­რი­ა­ნი ნივ­თი თუ არ მი­უ­ტა­ნეს და არც ფული და­უბ­რუ­ნეს, მას ამის გამო სა­სა­მარ­თლო­ში სირ­ბი­ლი არ უნდა უწევ­დეს, რად­გა­ნაც ბევ­რად ძვი­რი და­უჯ­დე­ბა ამ გზით სი­მარ­თლის დად­გე­ნა“ - ამ­ბობს ბექა კე­მუ­ლა­რია.