მიკროავტობუსი ორ ქვეითს დაეჯახა - ავარია ქობულეთში

Batumi Daily

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მოპირდაპირედ აღმაშენებლის ქუჩაზე, ორ ახალგაზრდას ქვეითთა გადასასვლელზე ქობულეთი - ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანა. ორივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნება და საჭირო გამოკვლევები უტარდებათ. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, ის უკვე კონტაქტურია. ამ დროისთვის, აღმაშენებლის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მიკროავტობუსი, შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #სიახლე #ახალიამბები #ავარია #ქობულეთი #ქვეითი #batumidaily წყარო - adjaratv.ge #ახალიამბები