27 დეკემბრიდან ისრაელში ლოკდაუნი ამოქმედდება

Tbilisi Daily

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სამინისტროს წინადადებას ქვეყანაში ლოკდაუნის სულ მცირე ორი კვირით დაწესების თაობაზე. „ყველას ესმის, რომ ლოკდაუნი რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 50%-ით შემცირდება, დაიხურება გასართობი ობიექტები, შენობის შიგნით შეკრება ათამდე, ხოლო შენობის გარეთ ოცამდე ადამიანს შეეძლება.