დააბრუნეს თუ არა ლავასოღლი საქართველოში??

Batumi Daily

სპეციალური პენიტენციურისამსახურის ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი“ არხის გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #დღისსიახლეები #კანონიერიქურდი #batumidaily წყარო - #პოლიტიკა #ახალიამბები