გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ურნაში გადაყარა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142619
გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ურნაში გადაყარა. კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მათ სცადეს, ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ამის საშუალება არ მისცა.
"მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი. კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზრის გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ, ეს უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო, გადით აქედანო. ჩვენ პატრონი არ გვყავს, სახლში ვზივართ ორი თვეა, რა გავაკეთოთ? ჩვენს უკან არიან ბავშვები და მოხუცები რა გავაკეთოთ?", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.