ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში-აქცია ხულოში
Tbilisi Daily
საპროტესტო აქცია ხულოში. სოფელ წაბლანაში მცხოვრებლები ხელისუფლებას დაპირების შესრულებას სთხოვენ. საქმე შემდეგშია, 1989 წელს სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას დაჰპირდა. წაბლანაში მცხოვრებლებს ბინები ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე გადაეცათ კიდეც. დაზარალებულები ყვებიან, რომ საცხოვრებელი ფართი შავი კარკასით ჩააბარეს, თუმცა ოჯახებს სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად საშუალება არ აქვთ, ამიტომ იძულებულები არიან ცხოვრება დამეწყრილ ზონაში გააგრძელონ.
,,ჩვენ წლების წინ ბინები გადმოგვეცა შავი კარკასით, სადაც ფაქტიურად არაფერი არ არის, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება რომ მოვაწესრიგოთ. ამიტომაც გამოვედით 208 ოჯახი მოვითხოვთ დახმარებას.“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
,,აქ ძირითადად სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახებია, მათ არ აქვთ საშუალება მოაწესრიგონ საცხოვრებლები. იმედია გაითვალისწინებენ მათ მოთხოვნას“-ამბობს თამაზ ბაკურძე. საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით მეწყრის შედეგად დაზარალებულებმა საპროტესტო აქციები რამდენიმე წლის წინ არაერთხელ გამართეს