მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ა.წ. 15 ნოემბრის მოცემულობით
Interworld
- მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარედ არსებული ქელბაჯარის რაიონის გადაცემის პროცესი 25 ნოემბრამდე გახანგრძლივდა;
- ა.წ. 15 ნოემბრის მოცემულობით, ქელბაჯარის რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს სომხეთის რესპუბლიკისა და რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიებზე;
- მთიანი ყარაბაღის რეგიონის ქალაქ სტეფანაკერტიდან სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაქცეულმა მოსახლეობამ ა.წ. 15 ნოემბრიდან უკან დაიწყო დაბრუნება;
- ა.წ. 14 ნოემბერს, რუსმა სამშვიდობოებმა საგუშაგო პოსტი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის სოფელ დადივანქში.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld