ეროვნული ლიგის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ გახდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი „დინამო თბილისის“ ტრიუმფით დასრულდა.
ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „დინამოარენაზე“, ანგარიშით 3:0 მოუგო თბილისის „მერანს“, 18 თამაშში 40 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს - ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით გაუსწრო. მესამე საპრიზო ადგილი გორის „დილამ“ დაიკავა, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში უმთავრეს კონკურენტს - თბილისის „ლოკომოტივს“ სტუმრად აჯობა (2:1).
2021 წლის ზაფხულში, ევროტურნირებში საქართველოდან ოთხი გუნდი ჩაებმება. „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ბათუმის „დინამო“, „დილა“ და საქართველოს თასის მომგები „გაგრა“ - უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30994444.html
#ახალი_ამბები
#twitter