შოლცმა კიდევ ერთხელ თქვა უარი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გერმანიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა უარი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე,- ამის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რათა "ფსონები არ გაიზარდოს" და ასევე " ბერლინს სურს თავიდან აიცილოს შესაძლო ესკალაცია ნატოსა და რუსეთს შორის." "თუ გერმანიაში კიდევ ერთი დებატები დაიწყება მას შემდეგ, რაც ახლახან იქნა მიღებული გადაწყვეტილების უკრაინისათვის Leopard 2-ი ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, ეს არასერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს და შეარყევს მოქალაქეთა ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ", - განაცხადა შოლცმა. მანამდე ნიდერლანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს F-16-ი გამანდაგურებლების კიევისათვის გადაცემის საკითხს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როსტისლავ კუჩერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად არის საბჭოთა მიგ-29 კლასის გამანადგურებლები გადასცეს უკრაინას და სხვა ქვეყნებსაც მისცემს ამის ნებას. 25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრი ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხის განხილვაზე გადასვლა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32244712.html

Source: radiotavisupleba.ge