ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის - ანდრია ჯაღმაიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141433 ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა და თან ვმსახურობთ,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება, ადრე თუ გვიან. მთავარია, სტრატეგია ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსი, ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა და თან ვმსახურობთ“ , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.