Wizz Air-ი საქართველოში ბაზას გაზაფხულზე აღადგენს

Tbilisi Daily

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Wizz Air, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს. "საავიაციო კომპანიები საქართველოში ფრენის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ, ასევე, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას მათ, მაგალითად, ვიზეარს, რომ ეტაპობრივად აღადგინოს ბაზა", — განაცხადა ნათია თურნავამ. თურნავას თქმით, აღნიშნულ ავიაკომპანიას მხოლოდ საქართველოში არ შეუმცირებია ბაზები, პანდემიის გამო, სხვა ბევრ ქვეყანაში მოუწია ფრენებზე უარის თქმამ.