აფხაზეთი: გარე სამყაროს მოწყვეტილი რეგიონი ამერიკელი ფოტოგრაფის ობიექტივში
Sokhumi Daily
ფოტოგრაფი რობერტ კუპერი გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ ქართულ რეგიონში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებს მთელ მსოფლიოს უზიარებს.
კუპერმა ქართულ-აფხაზური ე.წ. საზღვარი მეგობრის დასახმარებლად გადაკვეთა. მას ოჩამჩირეში იმ სახლის პოვნა უნდოდა, რომელიც ოჯახმა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იძულებით მიატოვა.
რობერტს იმ ადგილების ნახვაც სურდა, სადაც ქართულ-აფხაზური დაპირისპირების კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილია.
"როდესაც აფხაზეთის მხარეს გადავედი, მაშინვე აშკარა იყო, რომ სრულიად განსხვავებულ ადგილას მოვხვდი. მესაზღვრეებს სურთ, ყველა დაარწმუნონ, რომ მიწა მათ ეკუთვნით. ის აფხაზები, რომლებსაც ინგლისურად ვესაუბრე, იმის მიუხედავად, რომ განათლებულები არიან, ნამდვილ ბუშტში ცხოვრობენ (ეს მათი ბრალი არაა და არც მოგზაურობის სურვილის ნაკლებობას განიცდიან) ისინი აქ გაჭედილები არიან", - ამბობს რობერტი
სტატიის ავტორი: იოსებ ლალიაშვილი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #ფოტოგრაფი #ფოტო #აფხაზეთი
#ოკუპირებულიაფხაზეთი