53 გარდაცვლილი და 1600-მდე ინფიცირებული თურქეთში

Tbilisi Daily

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 578 შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 013 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 279 806 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 6,673 ადამიანი, 251 105-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.