"საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა" - ტიკარაძე

Tbilisi Daily

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია. ამის შესახებ მინისტრმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, "ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც კლინიკის არსებობის პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა". ტიკარაძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც კერძო ბიზნესს ეტყვის თუ რომელი პროფილის კლინიკის არსებობაა საჭირო მოცემულ მომენტში. "საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, ვინაიდან ამ კლინიკების რაოდენობით, როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალონ საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით უკვე შეგვიძლია კლინიკები დათვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს ჯაჭვი პაციენტის მომსახურების, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. ჩვენ არ გვაქვს ჩამკეტი რითად შეგვიძლია, ვთქვათ – არა, ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი საავადმყოფო, აღარ გვჭირდება მეტი საწოლი" - განაცხადა მინისტრმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები