ავღანეთის მთავრობამ ასამდე "საშიში" თალიბი პატიმარი გაათავისუფლა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ავღანეთის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ გაათავისუფლეს კიდევ ასამდე თალიბი პატიმარი, რაც პატიმართა გაცვლის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა ქაბულსა და თალიბანს შორის.  ავღანელი ოფიციალური პირები დარჩენილ პატიმრებს ახასიათებენ, როგორც განსაკუთრებით საშიშს, რომელთაც ბრალად სდებენ საელჩოებზე, საზოგადოებრივ მოედნებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე თავდასხმების ორგანიზებას, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას უკანასკნელ წლებში. 400 თალიბი პატიმრის გათავისუფლებაზე შეთანხმება გასულ თვეს ლოია-ჯირგას შეკრებაზე მოხდა, ქაბულში. ოთხმოცი მათგანი გასულ თვეში გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხუთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თალიბანმა პატიმრების ორმხრივი გათავისუფლება ქაბულსა და მებრძოლთა ჯგუფს შორის მოლაპარაკებებისათვის პირობად დასახეს. მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა, დასახელებული ყოფილიყო, 1 სექტემბერს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება და მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები დაიწყება ყატარში.  პატიმრების განთავისუფლება ბოლო ზღუდე იყო ქაბულის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც თებერვალში აშშ-ის წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობაა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30817072.html #ახალი_ამბები #twitter