ნუცუბიძეზე მოსახლეობა გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს

Pirveliradio Ge

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, გერმანული სკოლის ეზოში ხმაურია. ადგილობრივები ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების ჩატარების მიზანი მომავალში შენობა-ნაგებობის მშენებლობაა. თავად გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილზე სკოლის მშენებლობა იგეგმება. პროტესტისა და დაპირისპირების გამო, სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. http://pirveliradio.ge/?newsid=144862