სოხუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს

Sokhumi Daily

სოხუმში, "ტურბაზის" რაიონში მომხდარი სროლის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, დაშავებული, რომელსაც ტერფის ჭრილობა აღენიშნება, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაზარალებული სოხუმის ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ოპერატიული - სამძებრო სამუშაოები დამნაშავის ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა