ბილეთის მქონე გულშემატკივრებს გადაადგილება ღამის 12 საათამდე შეეძლებათ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის გულშემატკივარი დაესწრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირმა.განცხადებით 'უეფას'რეგულაციებით ტრიბუნების 30% შეივსება. 'უეფა-ს რეგულაციით სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტის შევსებაა შესაძლებელი და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. „დინამო არენაზე“ მაყურებლების 30% გულისხმობს 15 500 გულშემატკივარს’’. აკრძალვის შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყანაში ისევ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. მუჯირმა განმარტა თუ როგორ მოახერხებს მატჩზე მისვლას გულშემატკივარი. „საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება. თუმცა ბილეთები გაიყიდება პირადობით და ბილეთების მფლობელებს 12 საათამდე ექნებათ გადაადგილების უფლება”. - განაცხადა დავით მუჯირმა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 28 მარტს თბილისში 'დინამო'არენაზე 20 საათზე დაიწყება.