4 ათასამდე გარდაიცვლილი დღე-ღამეში - მძიმე კოვიდსტატისტიკა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 848 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 848 255 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 327 09 8 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 208 215 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა. #ახალიამბები