მამაკაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა
Gori Daily
პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყებისვე ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს ”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#გორი
#გორისმუნიციალიტეტი
#ძალადობა
#ოჯახი
#ოჯახურიძალადობა
#batumidaily
წყარო - ipn.ge
#ახალიამბები