თბილისში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

თბილისში, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ნფორმაციას სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. სკოლაში განმარტავენ, რომ საუბარია მე-12 კლასის მოსწავლეზე, რომელიც სასწავლო პროცესში ონლაინ-მეთოდით იყო ჩართული და უშუალოდ სკოლასთან შეხება არ ჰქონია. „მწვანე სკოლაში“ ამბობენ, რომ მათთან საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით აღდგა. ინფიცირების შესახებ მშობელმა კლასის დამრიგებელს აცნობა. სკოლის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, გართულებები არ აღენიშნება და მკურნალობის კურსს გადის. კორონავირუსი თბილისის 21-ე საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა. ინფიცირებულია პირველკლასელი. სკოლის დირექტორის თქმით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო. მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებაში ლოკალურად ტარდება დეზინფექცია, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი კი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.