ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფაშინიანს საათი და სუნამო მიუტანეს

Tbilisi Daily

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს საათი და სუნამო მიუტანეს. სუნამო და საათი 10 ნოემბერს ფაშინიანის რეზიდენციის გაქურდვის შემდეგ დაიკარგა. ამის შესახებ სააგენტო ‘სპუტნიკი“ იუწყება. საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის უშიშროების სამსახურის შენობასთან მივიდნენ. „ფაშინიანს ამ ნივთების დაკარგვა უფრო აღელვებდა, ვიდრე მთიანი ყარაბაღის დაკარგვა“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რის შემდეგ მათ ქალაქის სხვა წერტილში გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციები დღეს ერევნის სხვა რაიონებშიც ტარდება. ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ერევანში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის 10 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ნიკოლ ფაშინიანს ღალატში ადან აშაულებენ.