რუსეთიდან დაბრუნებულ მძღოლს კორონავირუსი საზღვრის გადაკვეთიდან ერთ კვირაში დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან ერთს, რუსეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი სამეგრელოს რეგიონში დაუდასტურდა. შიდა ქართლში მცხოვრებ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, კორონავირუსი რუხის საავადმყოფოში ტესტირებისას დაუდგინეს.   ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, სატვირთო ავტომქანის მძღოლი რუსეთიდან საქართველოში 30 ივნისს დაბრუნდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად, ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს ტესტირებას ყოველ 72 საათში უკეთებენ. მეორე გამოკვლევა გორის კლინიკა „გორმედში“ ჩაუტარდა და პასუხი ისევ უარყოფითი იყო. შიდა ქართლიდან სამეგრელოში ჩასულმა მძღოლმა რუხის საავადმყოფოს 6 ივნისს, დილით მიმართა და PCR ტესტირებამ კორონავირუსი დაუდგინა. ნანა ოდიშარიას თქმით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სავარაუდოდ, რუსეთში დაინფიცირდა და კორონავირუსი საზღვრის გადაკვეთიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა. პაციენტს რუხის ჰოსპიტალში მკურნალობენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე ორი პირი, რომლებიც ანაკლიის საკარანტინე სივრცეში მოათავსეს. საქართველოში დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. ყველა მათგანი შემოტანილია. 5-დან 3 ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. საქართველოში სულ დადასტურებულია 958 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 838. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30711435.html #ახალი_ამბები #twitter