საბა ბუაძე: მთავარი მოთხოვნა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ახალი არჩევნების ჩატარებაა
Tbilisi Daily
დიალოგს, დისკუსიას და პოზიციების დაახლოებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა გაყალბებული არჩევნების და ამ მასშტაბის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ პარტიის წევრი, საბა ბუაძე აცხადებს.
„ოპოზიცია მზად არის კომპრომისისთვის, კონსესუსისა და პოზიციების დაახლოებისთვის. მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სხვა ყველაფერი არის კონსესუსის და განხილვის საგანი“, - აცხადებს ბუაძე.
ოპოზიცია, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ვადამდელი არჩევნებს მოითხოვს. ელჩების მონაწილეობით, საკითხზე კონსულტაცია ორჯერ გაიმართა.