მონტენეგროს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს რელიგიის შესახებ სადავო კანონში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მონტენეგროს პარლამენტმა 29 დეკემბერს გამართულ კენჭისყარზე, მხარი დაუჭირა ცვლილებებს რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონში, რომელსაც სასტიკად უპირისპირდებოდნენ ეთნიკური სერბები და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
სადავო კანონში ცვლილებას მიემხრო 81-კაციანი პარლამენტის უბრალო უმრავლესობა, პროსერბული პარტიების წარმომადგენელი 41 დეპუტატი, რომლებსაც მჭიდრო კავშრი აქვთ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
კენჭისყარში მონაწილეობა არ მიუღია მონტენეგროს ოპოზიციურ პარტიებს. ცვლილებების ინიციატორი იყო მონტენეგროს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ზდრავკო კრივოკაპიცი. იგი მთავრობის მეთაური გახდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაცხდა დიდიი ხნის განმავლობაში ქვეყნის მმართველი, სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS), რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი უდგას.
მონრტენეგროს პრეზიდენტმა 7 დღის განმავლობაში ან ხელი უნდა მოაწეროს საკანონმდებლო ცვლილებას, ან უკან დაუბრუნოს დოკუმენტი პარლამენტს. თუ საკნონმდებლო ორგანო ისევ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, ჯუკანოვიჩი იუძლებული იქნება ხელი მოაწეროს კანონს.
საუბარია ცვლილებაზე გასული წლის დეკემბერში მონტენეგროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში, რომლის თანახმად, რელიგიურმა თემებმა უნდა დაადასტურონ თავიანთ ქონებაზე უფლება 1918 წლამდე, როცა უპირატესად მართლმადიდებლური რეგიონი, მონტენეგრო, შეუერთეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს.
სერბები აცხადებენ, რომ ახალი კანონი გამოიწვევს სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების კონფისკაციას მონტენეგროში.
მონტენეგროს წინა ხელიუსფლება უარყოფდა ასეთ მტკიცებას.
30 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში სამი ოპოზიციური პარტიის ალიანსს წილად ხვდა 41 მანდატი 81-ადგილიან პარლამენტში.
ოპოზიციურ ალიანსს, „მონტენეგროს მომავლისათვის“, სათავეში უდგას პროსერბული დემოკრატიული ფრონტი (DF), რომელიც მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვის სერბეთსა და რუსეთთან. პროსერბული ალიანსი, რომელსაც მხარს უჭერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ცდილობს, ხელისუფლებას ჩამოაცილოს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პროდასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია (DPS).
2006 წელს მონტენეგრო გამოეყო ბევრად უფრო დიდ სერბეთს რეფერენდუმის შედეგად. ბალკანეთის ამ პატარა ქვეყნის 620-ათასიანი მოსახლეობის მესამედი თავს სერბად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობა სურს სერბეთთან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31025011.html
#ახალი_ამბები
#twitter