როგორ მიმდინარეობს პროცესები ღია აგრარულ ბაზარში ?

Marneuli Daily

როგორ მიმდინარეობს პროცესები მარნეულის ღია აგრარული ბაზარში? ამის შესახებ მარნეულის მერი ზაურ დარგალი საუბრობს. "მარნეულის აგრარული ბაზარი 27 აპრილიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას. ბაზრის გახსნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა; მოგახსენებთ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ. " უკვე ერთი კვირაა მარნეულის აგრარულ ბაზარზე დასაქმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს შემუშავებული წესების ფარგლებში განახორციელონ საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მეწარმეებს შემუშავებული სარეკომენდაციო წესების დაცვაში ეხმარებიან. ასვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ყოველდღიურ რეჟიმში, აგრალური ბაზრის მონიტორინგს ახორციელებენ. #მარნეული #ბაზარი #MarneuliDaily #პროდუქტები