ფეხმძიმე ინფიცირებულები ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის, ბელა ფილიას განცხადებით, სოხუმის სამშობიარო სახლში 11 კოვიდინფიცირებული ორსულია რეგისტრირებული. მთავარი ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს კონსულტაცია სატელეფონო ზარით უტარდებათ, მეან-გინეკოლოგთან და თერაპევტთან ერთად. ”საჭიროების შემთხვევაში, თუ მდგომარეობა გაუარესდება, ინფიცირებული ორსული ქალები გუდაუთის საავადმყოფოში იგზავნებიან. მშობიარობა ხდება გუდაუთაში, იქ არის სპეციალური სამშობიარო სახლი, საკუთარი საოპერაციო ოთახით. დღემდე, გუდაუთის სავადმყოფოში ორმა კოვიდინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა" - თქვა ფილიამ. მთავარი ექიმის თქმით, მარტის შემდეგ სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფილიას თქმით, არიან ექიმები, რომლებთაც დაუდასტურდათ კოვიდ - 19, მაგრამ ისინი საავადმყოფოს გარეთ დაინფიცირდნენ და ახლა თვითიზოლაციაში არიან. "საავადმყოფოში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. ექიმები ატარებენ ნიღბებს, ანტისეპტიკური საშუალებები ყველგან არის." - დაამატა მან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა