პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლმა წააგო სააპელაციო სარჩელი ლონდონის სასამართლოში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ცოლმა, ზამირა გაჯიევამ, წააგო ბოლო სააპელაციო სარჩელი სასამართლოს მიერ „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ გამო, რომელმაც მას თანხის წყაროს გამოაშკარავება დააკისრა.
გაჯიევას ქმარმა, ჯახანგირ გაჯიევამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში დახარჯა 16 მილიონი ფუნტის ტერლინგი (21,3 მილიონი დოლარი) სხვადასხვა სახის უძრავის ქონების შეძენაზე. ბრიტანეთის დანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ბრიტანეთის სასამართლომ აღძრა საქმე „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ გამო.
მას შემდეგ, რაც 21 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ უარყო გაჯიევას სარჩელი, გაჯიევა დაკარგავს ლონოდნის ერთ-ერთ გამორჩეულ, მეიფერის კვარტალში მდებარე მის კუთვნილ ფეშენებელურ სახლსა და გოლფის მოედანს ბერკშირში, თუ ვერ შეძლებს ქონების წარმომავლობის დამტკიცებას.
მისი ქმარი, ჯაჰანგირ გაჯიევი აზერბაიჯანის საერთაშორისო სახელმწიფო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, სამშობლოში ხანგრძლივი ვადით იმყოფება საპატიმროში დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვისა და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით.
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ (UWO) ფარგლებში ზამირა გაჯიევას მიმართ გამოძიების დაწყება კანონის თანახმად არავითარ კამათს არ იწვევს. გაჯიევას ადვოკატები კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდნენ
https://www.radiotavisupleba.ge/a/31011412.html
#ახალი_ამბები
#twitter